"პარი სენ-ჟერმენი" უსმან დემბელეს წარმომადგენლებს დაუკავშირდა
"პარი სენ-ჟერმენმა" თვალი "ბარსელონას" კიდევ ერთ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს დაადგა.
კატალონიური Sport-ისა და ფრანგული Paris United-ის ცნობით, პარიზელები ახალგაზრდა ფრანგი შემტევის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის "დორტმუნდში" დემბელესთან ერთად მუშაობა ტრანსფერის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დემბელეს შეძენა "არსენალსაც" სურს, მაგრამ ცნობილია ასევე ისიც, რომ "ბარსელონა" 21 წლის ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.
"პარი სენ-ჟერმენი" კი, დემბელეს გარდა, ივან რაკიტიჩის ტრანსფერითაცაა დაინტერესებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]