პსჟ-მ რაკიტიჩთან და დემბელესთან მოლაპარაკებები დაიწყო
კატალონიური Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფრანსესკ აგილარი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "პარი სენ-ჟერმენმა" ივან რაკიტიჩთან და უსმან დემბელესთან მოლაპარაკებები დაიწყო.
"პარიზიდან მაცნობეს, რომ პსჟ ივან რაკიტიჩთან და უსმან დემბელესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პარიზელები ცდილობენ ფეხბურთელებს თავიანთი პროექტი გააცნონ." - წერს აგილარი Twitter-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა ნეიმარი "ბარსელონაში" დააბრუნოს, თუ კატალონიელები, თანხის გარდა, ივან რაკიტიჩსა და უსმან დემბელეს შეელევიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]