დენისმა და ალენიამ ვარჯიში განაახლეს
"ბარსელონას" დღევანდელ სავარჯიშო სესიაში, დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, მონაწილეობა დენის სუარესმა და კარლეს ალენიამაც მიიღეს. ამ მოთამაშეებს აქამდე ტრავმა აწუხებდათ.
დენისმა დაზიანება პრე სეზონში მიიღო, ალენიას ტრავმა კი ბევრად უფრო სერიოზული იყო: მან მყესი ჯერ კიდევ წინა სეზონში იტკინა და რამდენიმე თვე გაუცდა.
ფეხბურთელები ხვალინდელ მატჩში მოედანზე ვერ გავლენ, რადგან ჯერ სრული დატვირთვითაც არ უვარჯიშიათ, თუმცა, თუ სიტუაცია ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია, ლა ლიგის სეზონის პირველ ტურებში ორივე მათგანი ჯანმრთელი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]