"ბარსელონა" გამპერის თასის გამარჯვებული გახდა
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ბარსელონასა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის, რომელიც კატალონიელებმა საკმაოდ მარტივად, 3-0 მოიგეს. გოლები მალკომმა (13'), ლეო მესიმ (39') და რაფინიამ (67') გაიტანეს.
"ბარსა" ჟოან გამპერის სახელობის თასის გამარჯვებული 41-ედ გახდა, რაც, რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგია. აქამდე, ერთმატჩიანი ტურნირი 53-ჯერ გაიმართა.
მომდევნო შეხვედრა უკვე ოფიციალურია - 18 აგვისტოს ღამით, "ბარსა" "კამპ ნოუზე" "ალავესს" მიიღებს და ლა ლიგის სეზონს დაიწყებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]