არტურო ვიდალი: ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყო, "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას ორჯერ მოვიგებდი
"ბარსელონას" ახალწვეული, არტურო ვიდალი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, "ბაიერნის" შემადგენლობაში ყოფნისას კი მას ამაში ხელი მსაჯების არასწორმა გადაწყვეტილებებმა ორჯერ შეუშალა.
"ჩემპიონთა ლიგა ჩემი საყვარელი ტურნირია. "ბარსელონას" ის არაერთხელ მოუგია, მაგრამ მე ძალიან მინდა, ეს ახლაც მოხდეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ტურნირზე გამარჯვებაზეც ვფიქრობ.
ლიგას "ბაიერნთან" ერთად ორჯერ მოვიგებდი, ვიდეო რეფერის სისტემა მაშინ დანერგილი რომ ყოფილიყო". - ციტირებს ვიდალის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]