როჯერ ფედერერი: დევისის თასი პიკეს თასად არ უნდა გადაიქცეს
რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ, რომელიც "ბარსელონას" მცველის, ჟერარ პიკეს ეკუთვნის, ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, დევისის თასის გადაკეთებას გულისხმობს.
ამ გეგმით კმაყოფილი არაა როჯერ ფედერერი, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, რომელმაც ნაკრებისთვის დევისის თასი ერთხელ, 2014 წელს მოიგო.
"ჟერარ პიკესთან არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა უცნაურია, როცა ჩოგბურთის საქმეში ფეხბურთელი ერევა და უცებ ყველაფერს ცვლის. მას ფრთხილად ყოფნა მართებს: დევისის თასი პიკეს თასად არ უნდა გადაიქცეს.
რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტს ინოვაციები სჭირდება, მაგრამ ისეთი სიახლეც არ ვარგა, რომელიც ყველაფერს გააფუჭებს". - აცხადებს ფედერერი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]