ვალვერდე: "პიკესთან პრობლემები არ არსებობს"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "სევილიასთან" მატჩის წინ ჟერარ პიკეზე ისაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადრიდში დევისის თასი წარადგინა.
"რას შეეხება პიკეს, ჟერარის მოგზაურობებზე მე არ ვღელავ, რადგან ეს მას ხელს არანაირად არ შეუშლის.
ერთადერთი, რაზეს ვბრაზდები არის ის, რომ ასეთი იდეები ეკუთვნის პიკეს და არა მე. ეს მისი მხრიდან უჩვეულო ინიციატივაა. პიკესთან პრიბლემები არ არსებობს, ის, როგორც ყოველთვის, 100%-ით მზადაა." - განაცხადა პიკეს დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის მცველი ცოტა ხნის წინ ჯერ შანხაიში იმყოფებოდა, შემდეგ კი მადრიდში, დევისის თასის პრეზენტაციაზე ჩაფრინდა, სადაც აღნიშნული საჩოგბურთო ტურნირის ახალ ფორმატზე მუშაობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]