ოფიციალურად: კუკურელია წავიდა, "ბარსას" მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემა აქვს
"ბარსელონა ბ"-ს 20 წლის მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, მიმდინარე სეზონში, იჯარის წესით, "ეიბარში" ითამაშებს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
პრიმერა დივიზიონში მოთამაშე "ეიბარი" კუკურელიას ხელფასს გადაიხდის და სეზონის ბოლოს ბასკებს ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
მარკ კუკურელია "ბარსა ბ"შ- 2016 წლიდან თამაშობდა. მან 54 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. პირველ გუნდში მას ერთი თამაში აქვს ჩატარებული.
კუკურელიას წასვლა ნიშნავს, რომ "ბარსელონას" პირველ და მეორე გუნდებში სულ 2 მარცხენა მცველი დარჩა - პირველ გუნდში ჟორდი ალბა და "ბარსა ბ"-ში ხუან მირანდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]