რამოსის ფაქტს სადისციპლინო კომიტეტი გადახედავს

რამოსის ფაქტს სადისციპლინო კომიტეტი გადახედავს

გუშინდელ მატჩში, რომელშიც "ბარსელონამ" რეალი" 5:0 გაანადგურა მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, როგორც კატალონიელებისათვის ისე მადრიდელებისათვის. იგულისხმევა რამოსის მატჩის ბოლო წუთზე აფეთქება.

ლეო მესიმ თაუბრო დაახვია რამდენიმე მადრიდელ ფეხბურთელს მოედნის ცენტრში, სერხიო რამოსი ყოველივე ამის შემყურე გამოვიდა წყობიდან მესის დაუნდობლად უკნიდან ჩაარტყა ფეხში, (არასპორტულად) როგორც ყოველთვის ამ მომენტში მიირბინა გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სიტუაციის გასაკონტროლებლად და გასანეიტრალებლათ, მაგრამ სერხიო რამოსმა კარლეს პუიოლს თანამემამულეს სახეში უთავაზა ხელი, არც ჩავი ერნანდესს დააკლო.

მსაჯმა იტურალდე გონსალესმა წითელი ბარათი რამოსს მანამდე მისცა სანამ მადრიდელი კატალონიელს ხელით შეეხებოდა. იმის მიუხედავად, რომ რამოსი არასპორტულად მოიქცა არგენტინელის მიმართ, მან კიდევ უფრო გაამწვავა და გაიმწვავა სიტუაცია.

ესპანეთის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი მის საქმეს განიხილავს და სავარაუდოა მას რამდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციაც აჰკიდოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.