"ბარსას" ქალთა გუნდმა მოგებით დაიწყო [VIDEO]

"ბარსას" ქალთა გუნდმა მოგებით დაიწყო [VIDEO]

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის 2018/19 წლების გათამაშება რთული მოგებით დაიწყო.

კატალონიელებმა, რომლებიც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები არიან და რომლებიც მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან, გასული ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელ "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბასკების მცველმა, აინოა ალვარესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-60 წუთზე, მელანი სერანომ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და "ბარსა" მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა, მაგრამ ფრან სანჩესის გოგოებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და სეზონი მოგებით დაიწყეს.

ბარსელონა: პანიოსი, ანდონოვა (ლატორე 78), კალდენტეი (ოუაბი 61), დუგანი (პუტელიასი 71), ამრუი, ლოზადა, მაპი, მარტენსი (ხემა ხილი 90+3), პერეირა, სერანო, ტორეხონი

გოლი: 0:1 აინოა 21 (ს.კ.)

გაფრთხილებები: სერანო 43, ამრაუი 63

გაძევება: სერანო 60

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.