რიო ფერდინანდი: "ბარსას" მესი რომ არ ჰყოლოდა, მოვიგებდით
წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალს იხსენებს, როდესაც მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" ლეო მესის "ბარსელონასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
"სავარაუდოდ, ყველაზე შემაცბუნებელი ღამე ჩემს ცხოვრებაში. რომი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ჩვენ წავაგეთ.
მესი შენთან ახლოსაც კი არ მოდიოდა. მას შევხედე და ვიფიქრე: "ჩვენ წავაგებთ". როდესაც მცველი ხარ, გინდა მასთან მიხვიდე და ბურთი მოიპოვო. ჩვენ ბურთი არ გვქონდა და როდესაც ლეოს მივუახლოვდებოდით, ის ძალიან სწრაფი ხდებოდა.
ვიფიქრე, რომ ეს ბიჭი ჯადოქარი იყო. ის საუკეთესოა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" რომ შევხვედროდით, სავარაუდოდ, მოვიგებდით." - აცხადებს ფერდინანდი 21 წლის მესიზე საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]