"ბარსელონამ" ტაილანდელი ბავშვები მაისურებით დაასაჩუქრა
"ბარსელონამ" მღვიმის ტრაგედიას გადარჩენილ ტაილანდელ ბავშვებს საჩუქრად კლუბის მაისურები გაუგზავნა. 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელთან ერთად დღეს მაე საიდში, მღვიმესთან ახლოს გამართულ ცერემონიას დაესწრნენ.
მათ მადლობა გადაუხადეს მაშველთა ჯგუფს, რომლებმაც თავიანთი საქმის უნაკლოდ შესრულება მოახერხეს.
"ნორმალური ცხოვრება გვაქვს, ისეთი, როგორიც მღვიმეში შესვლამდე გვქონდა. ბევრი რამ არ შეცვლილა". - თქვა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა.
11-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები და მათი 26 წლის მწვრთნელი 23 ივნისს წყალდიდობის გამო ჩრდილოეთ ტაილანდში, ტამ ლუანგ ნანგის გამოქვაბულში ჩაიკეტნენ და მათი გამოყვანა მხოლოდ 10 ივლისს მოხერხდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]