"ბარსა ბ"-მ დამაჯერებლად მოიგო [VIDEO]
გუშინ, "ბარსელონა ბ"-მ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრა გამართა და დამაჯერებლად მოიგო.
ახლალგაზრდა კატალონიელები "კონკენსეს" ეწვივნენ, რომელიც მათ 3 ქულით უსწრებდა.
ფრანსისკო პიმიენტას გუნდმა რაფა მუხიკას ბრწყინვალე თამაშით მოიგო - შეხვედრის სამივე გოლი 19 წლის ფეხბურთელმა გაიტანა.
აღსანიშნავია მოედანზე ორიოლ ბუსკეტსის გამოჩენა. 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი 7-თვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.
"ბარსა ბ"-მ, რომელმაც გათამაშება ორი მარცხით დაიწყო, ბოლო 3 ტურში 7 ქულა აიღო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
კონკენსე-ბარსელონა ბ 0:3
ბარსელონა ბ: კარევიჩი, გულემი, ჩუმი, კუენკა, მინგესა (მორერი 78), სარსანედასი, ბალუ (აბელ რუისი 73), რიკი პუჩი, მუხიკა, კოლიადო (ორიოლ ბუსკეტსი 89), კიკე სავერიო
გოლები: 0:1 მუხიკა 48, 0:2 მუხიკა 52, 0:3 მუხიკა 70
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]