ფაბიო კაპელო: მესიმ და რონალდუმ უპატივცემულობა გამოიჩინეს
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ უპატივცემულობა გამოიჩინეს, როდესაც FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრნენ.
"მათ უპატივცემულობა გამოიჩინეს, როდესაც ცერემონიაზე არ მოვიდნენ. "ოსკარის" დაჯილდოებას ყველა ნომინანტი ესწრება. შესაძლოა, ეს ფეხბურთელები იმდენად ბევრჯერ იგებდნენ ჯილდოებს, რომ მათ წაგება აღარ მოსწონთ. თუმცა, წაგების დროს, თავაზიანობა უნდა გამოიჩინო." - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.
ოფიციალური ინფორმაციით, მესი ცერემონიაზე დასწრებას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება წინა დღეს, ოჯახური პრობლემების გამო შეცვალა, კრიშტიანუ რონალდუ კი ლონდონში "იუვენტუსის" გადატვირთლი გრაფიკის გამო არ იმყოფებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]