"ბარსელონა" დე იონგის შეძენას იანვარში გეგმავს
კატალონიის "ბარსელონა" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ამსტერდამის "აიაქსის" უნივერსალის, ფრენკი დე იონგის შეძენას იანვარში აპირებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსა" 21 წლის ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 80 მილიონ ევროდ იყიდის და სეზონის მე-2 ნახევარში მის ამჟამინდელ კლუბში იჯარით გაუშვებს.
ფრენკი დე იონგის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ-ჟერმენი" და "რეალიც" გამოთქვამენ. ბოლოს გავრცელებული ცნობებით, ეს უკანასკნელიც მზადაა ჰოლანდიელ შუახაზელში 80 მილიონი გადაიხადოს, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" უნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]