"ბარსელონა" მაინც ლიდერია
"ლეგანესთან" მოულოდნელი მარცხის მიუხედავად, "ბარსელონა" 6 ტურის შემდეგ ლა ლიგას მაინც ლიდერობს. ამის მიზეზი კატალონიელების მთავარი მეტოქის, მადრიდის "რეალის" შედეგია: დედაქალაქელებმა სტუმრად "სევილიასთან" 0-3 წააგეს.
"ბარსას" და "რეალს" 13-13 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე კი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ერნესტო ვალვერდეს გუნდია.
საინტერესოა, რომ ამდენივე ქულის დაგროვება "ალავესს" შეუძლია. ასე იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბასკები საკუთარ მოედანზე "ხეტაფეს" დაამარცხებენ, ეს კი შეუსრულებელი ამოცანა ნამდვილად არ არის.
მომდევნო ტურში "ბარსელონას" არანაკლებ რთული თამაში ელის. "კამპ ნოუს" 29 სექტემბერს ბილბაოს "ატლეტიკი" ეწვევა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]