"ტოტენჰემი"-"ბარსელონას" მატჩის არბიტრი ცნობილია

"ტოტენჰემი"-"ბარსელონას" მატჩის არბიტრი ცნობილია

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩების არბიტრები დაასახელა. გაირკვა, რომ "ტოტენჰემისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას 37 წლის გერმანელი ფელიქს ცვაიერი განსჯის.

ცვაიერმა გერმანიაში პროფესიონალურ დონეზე მსაჯობა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს მას მე-2 ბუნდესლიგის მატჩები ანდეს, ხოლო 2009 წელს - ბუნდესლიგის. 2012 წლიდან ცვაიერი FIFA-ს არბიტრია.

ცვაიერი UEFA-ს ელიტურ მსაჯებში შედის, მაგრამ მას "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობა არასდროს მიუღია. "ტოტენჰემის" მატჩი ცვაიერს ერთხელ განუსჯია - 2016 წელს, ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, "ტოტენჰემმა" "ფიორენტინასთან" სტუმრად ითამაშა. იმ მატჩში გერმანელმა არბიტრმა ლონდონელების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მან 5 ყვითელი ბარათი აჩვენა, აქედან 4 "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს უჩვენა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #3 1 ოქტომბერი 2018 19:44
    3
    ნუ რასაც ვუყურებ ბუნდესლიგას კაი მსაჯია და იმედია ჩვენთან არ გამოდებილდება მაინდამაინც
    toko
    სტუმარი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2018 19:23
    0
    უკვე ალაპარაკდნენ ვალვერდეს წასვლაზე და დროა დამტკიცოს რაც შეუძლია <3
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2018 15:36
    0
    იმედია კარგად წაიყვანს მატჩს და შეცდომებს არ დაუშვებს