ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატი არსენ ვენგერია
RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევისთვის, თუ "ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდე მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაათავისუფლა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა, უპირველესად, არსენ ვენგერის კანდიდატურას განიხილავს.
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, არაა გამორიცხული, ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ. გაიჟღერა ტიერი ანრის სახელმა, მაგრამ ესპანური პრესის ინფორმაციით, პრიორიტეტი ვენგერია.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ ფრანგ სპეციალისტს შეუძლია "კამპ ნოუზე" ლამაზი ფეხბურთი დააბრუნოს. გარდა ამისა, ის უმუშევარია და ვალვერდეს ვენგერით სწრაფად ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]