პიკე: ბევრს უნდა, ჩემი საქმეები ცუდად წავიდეს
"ვალენსიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ, ჟერარ პიკე არც ისე კარგ ხასიათზე იყო.
"ჩემი დამოკიდებულების გამო, მედია უცდის, როდის დავუშვებ შეცდომებს, რომ საჯაროდ გამაკრიტიკონ. როცა გოლს ვუშვებთ, ეს ავტომატურად პიკეს ბრალია. ბევრს უნდა, რომ ჩემი საქმეები ცუდად წავიდეს. ახლა კი მათ კარგი მომენტი აქვთ იმისთვის, რომ გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და მზის შუქით ისიამოვნონ.
თუმცა, აქ უჩვეულო არაფერია. ეს ფეხბურთის ნაწილია და უნდა შეეგუო, რომ როცა გუნდის ვეტერანი და მნიშვნელოვანი წევრი ხარ და თამაში არ გამოგდის, ასე ხდება. მაგრამ ეს შეიცვლება.
ფიზიკურად ცუდად არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ "ლეგანესთან" დიდი შეცდომა დავუშვი. თავს კარგად ვგრძნობ". - თქვა "ბარსელონას" მცველმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]