"ბარსელონამ" ლუის სუარესის ტრავმა დაადასტურა
"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს მუხლის ტრავმა აქვს.
სუარესმა მუხლი წინა კვირაში, "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩში დაიზიანა. ამის მიუხედავად, მან გუშინ "ვალენსიასთან" ითამაშა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამხრეთ ამერიკელი სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.
სუარესი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გამოსაჯანმრთელებლად საკმარისი დრო ექნება. "ბარსელონა" მომდევნო შეხვედრას 12 დღეში გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]