არტურო ვიდალი: "ბარსელონაში" ბედნიერი არ ვარ
"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი კატალონიურ კლუბში უთამაშებლობით უკმაყოფილოა და ის ამას საჯაროდ აცხადებს.
ესპანური პრესის ცნობით, ვიდალი გაბრაზდა, როდესაც "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა. რამდენიმე დღეში, "ვალენსიასთან", 31 წლის შუახაზელი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო, რამაც, ბუნებრივია, მისი უკმაყოფილება გაზარდა.
ამჟამად, ვიდალი მაიამიში, ჩილეს ნაკრებთან ერთად იმყოფება. ფეხბურთელს ჟურნალისტებმა "ბარსელონაში" მისი ყოფის შესახებ კითხვა დაუსვეს. Goal-ის ვერსიით, ვიდალის პასუხი ასეთი იყო:
"როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, თუ არ ვთამაშობ? ბედნიერი არ ვარ, მაგრამ მწვრთნელთან პრობლემა რომ მქონდეს, მას ამას პირდაპირ ვეტყოდი.
მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში თამაშობდა, რომელმაც ყველაფერი მოიგო და ამის გაგრძელება "ბარსელონაშიც" მინდა.
თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესანიშნავად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე თამაშის განმავლობაში გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ასეთია რეალობა. ბრძოლას განვაგრძობთ, წინ კიდევ ბევრი მატჩია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]