"ბარსამ" პრიორიტეტი შეიცვალა - დე ლიგტი დე იონგის ნაცვლად
კატალონიური TV3-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სატრანსფერო პრიორიტეტების სათავეში კვლავ ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელია მოქცეული, მაგრამ ამჯერად არა ფრენკი დე იონგი.
დე ლიგტი 19 წლისაა და ის უკვე "აიაქსის" ვიცე-კაპიტანია. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი უკვე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების უცვლელ წევრადაც გვევლინება.
"ბარსელონა" დე ლიგტით დიდი ხანია დაინტერესებულია, თუმცა, ბოლო თვეებში, კატალონიელებმა აქცენტი ამსტერდამელთა კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ფრენკი დე იონგზე გააკეთეს, რომელსაც თამაში როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში შეუძლია. უკანასკნელი ცნობებით კი, "ბარსას" პრიორიტეტი კვლავ დე ლიგტია. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ბოლო დროს, კატალონიელთა დაცვა ძალიან ცუდად გამოიყურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]