"ბარსას" ბრაზილიელი სამიზნე: ესპანური ფეხბურთი მომწონს
ბრაზილიური "კორინთიანსის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი პედრინიო "ბარსას" მხრიდან მის დაინტერესებაზე კომენტარს აკეთებს.
კატალონიური გუნდი ახალგაზრდა ბრაზილიელს უკვე 5 წელია აკვირდება. ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, სამხრეთ ამერიკელი ტალანტის დამატების სურვილს "პარი სენ-ჟერმენიც" გამოთქვამს, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელს ესპანეთში თამაში ურჩევნია.
"შემოთავაზებები "ბარსელონადან" და პსჟ-დან? ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ინფორმაცია ინტერნეტში წავიკითხე. ჩემს თავს უფრო ესპანურ ფეხბურთს ვუკავშირებ. ამ ქვეყნის ფეხბურთი უფრო მომწონს. ვფიქრობ, ადაპტაციას აქ უკეთ გავივლიდი." - ციტირებს პედრინიოს სიტყვებს Fox Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]