უეინ რუნი: "გვარდიოლას "ბარსა" ისტორიაში საუკეთესოა, მესი კი საუკეთესო ფეხბურთელი"
ინგლისური "The Sun" "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ამჟამად ამერიკაში მოთამაშე უეინ რუნის ინტერვიუს ავრცელებს, სადაც იგი კატალონიურ გრანდზე და ლიონელ მესიზე საუბრობს.
როგორც მოგეხსენებათ, რუნისთან ერთად სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილმა "მანჩესტერმა" გვარდიოლას "ბარსელონასთან" 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი წააგო. "ფინალი ნებისმიერ სხვა გუნდთან რომ ყოფილიყო, მოგების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა."
"ჩემი აზრით, "ბარსა" ისტორიის საუკეთესო კლუბია, ლეო მესი კი საუკეთესო მოთამაშე. ის უბრალოდ საოცრებებს აკეთებს. მას ყველაფერი აქვს და ერთნაირად კარგი თავდამსხმელი და ნახევარმცველია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]