Bild: დორტმუნდის "ბორუსია" პაკოს სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდის

Bild: დორტმუნდის "ბორუსია" პაკოს სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდის

გერმანული პრესის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიაში" პაკო ალკასერის თამაშით კმაყოფილები არიან და უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ფეხბურთელის უფლებები საბოლოოდ გამოისყიდონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი "სიგნალ იდუნა პარკზე" გასულ აგვისტოში, იჯარის წესით გადაბარგდა. დორტმუნდს მისი გამოსყიდვა 23 მილიონ ევროდ შეუძლია, +5 მილიონი ევრო ბონუსების სახით.

25 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგაში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და რაც მთავარია, გოლებიც ბლომად გააქვს. ამან კი გერმანული კლუბის გამორჩეული ფანების სიყვარულიც მარტივად მოაპოვებინა.

სტატისტიკა მართლაც გასაოცარია, სეზონში ჩატარებულ 200 წუთში (გუშინდელი მატჩის ჩათვლით, ესპანეთის მაისურით, სადაც პაკომ დუბლი გაიფორმა) მან 9 გოლის გატანა შეძლო, აქედან 7 "ბორუსიას" მაისურით, რაც მხოლოდ უმაღლესი კლასის ფორვარდებისთვის დამახასიათებელი შედეგია.

ამ ყველაფერმა კი კლუბის მესვეურებს გადააწყვეტინა, რომ პაკოს უფლებები სრულად გამოისყიდონ, კატალონიურ გრანდს 23 მილიონი ევრო გადაუხადონ და ამით პაკო გუნდში მესამე ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქციონ, გიოტზესა და როისის შემდეგ.

გერმანული გაზეთი ალკასერის შესაძლო ხელფასზეც წერს, რაც "ბარსელონაში" მის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება - 8 მილიონი ევრო.

საინტერესოა, რომ ეს შეთანხმება აგვისტოში კლუბისთვის ძალიან მომგებიანი ჩანდა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ პაკო სუარესს კონკურენციას ვერ უწევდა და ნათელი იყო, სათამაშო დროის მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ახლა ყველაფერი ასე ნათელი აღარაა. 23 მილიონი ევრო (თანაც 5 ნაწილად გაყოფილი) ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურპრიზისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელისთვის არც ისე დიდ თანხად ჟღერს.

სამწუხაროდ, კატალონიელებს ამ შემთხვევაში ხელები შეკრული აქვთ. მათ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა "ბორუსიამ" პაკოს ყიდვა არ გადაიფიქრა, რაც ახლანდელი გადმოსახედიდან შეუძლებლად გვეჩვენება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #8 12 ოქტომბერი 2018 22:15
    0
    წარმატებები პაკო
    [?]
    #7 12 ოქტომბერი 2018 19:58
    3
    exla paco mtlad oqro araa. dortmuns statusis miuxedavad neore nomrad aravin etamasheba. augsburgi 2 jer ugebda mara dacvashi ar chaudga. sivrce qonda yvela golis dros jarimas tu ar chavtvlit. da barsashi mag sivrcis naxevats ar micemen. prosta dortmundi gvekaifeba. 100+40 ad mogvca kaci romelsac shevnatrit mara jer veraferi qna. zato titon 23 ad miyavt kaci romelic lideri gaxda uceb. 2 sezonshi tu gaaqanes da 80 ad gayides eg paco mere naxet. demboze kide xeli ar chamiqnevia jer. maqvs imedi. mwvrtnelia sachiro
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #6 12 ოქტომბერი 2018 18:16
    1
    23 მილიონი დორტმუნდისთვის დაახლოებით იგივეა რომ ბარსამ 50 მილიონი გადაიხადოს ფეხბურთელში ასერომ გავუშვათ
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #5 12 ოქტომბერი 2018 17:35
    3
    ტყუილად ნუ გაგიჟდებით ახლა პაკოზე, შემდეგი თამაში ბარსაში რომ ჩაატაროს ასნავნოიში ერთ გოლსაც ვერ გაიტანს. ბარსას ეს არ გამოადგება, ჩვენთან სხვა კლუბში მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა, ვალენსიაშიც არ იყო ნაკლები, ფსიქოლოგიურ წნეხსაც უნდა უძლებდე.
    Culé [?]
    #4 12 ოქტომბერი 2018 16:35
    2
    რაბიო გვინდა უეჭველი და დე ლიხტი , ზამთარში არ მგონია რო მოიყვანონ მაგრამ ზაფხულში უეჭველი მოსაყვანია ორივე
    kortoxa23
    სტუმარი [?]
    #3 12 ოქტომბერი 2018 16:30
    1
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: ♠️B A R C A♠️
    კაროჩე რაა ეგრე აქ ეთამაშა და სუარეზის შემცვლელიც არ დაგვჭირდებოდა და ფულსაც დავზოგავდით

    აქ ეგრე ვერ ითამაშებდა, გაიგეთ რომ დორტმუნდი და ბარსა განსხვავდება, სხვა დონეა და სხვა მოთხოვნები

    როცა კლუბში ხარ და სკამზე ზიხარ შესაცვლელი კი თავდასხმაში მესსი და სუარესი გყავს მათ ფონზე არასდროს გამოჩნდები ძლიერი, როცა სუარეს ან მესსის თამაში არ მისდის ალკასერმა რა უნდა გააკეთოს ისეთი რო მათზე მეტი შეძლოს მოედანზე? თან ასეთ გიგანტებში პტაქტიკულად უთამაშებელი ხარ, ყველა მოელოდა პაკოდან როცა შეცვლაზე შემოვიდოდა მეტი გაეკეთებინა რაცა სუარეს ან მესსის რომელსაც შეცვლიდა, ზოგადად ზამენა მაგისთვის კეთდება მაგრამ ძნელია ასეთი გიგანტების რეზერვისტობა, პაკო ზამენაზე გამოდგებოდა ხოლმე და არა სუარესის ღირსეულ შემცვლელად, სუარესის ღირსეული შემცვლელები არიან მაგრამ სკამზე არ დაჯდებიან მხოლოდ მაშინ მოვლენ როცა სუარესი წავა, პაკო თავიდანვე მომწონდა ვალენსიაში მაგრამ მესსისა და სუარესის ფინზე ვერასდროს გამოჩნდებოდა ბარსელონაში ყოველთვის ღრმა სათადარიგო კადრი იქნებოდა კლუბში რაც მას თავის გამიჩენის საშვალებას არ მისცემდა, პაკო ასე გააგრძელებს ბორუსიაში მე მაგის არ მჯერა მაგრამ არ დაიკარგება და გახსება კლუბის მნიშვნელოვანი მოთამაშე, ბარსა სულ სხვა ყაიდის გუნდია რაც პაკოს სტილის მოთამაშე იგროკისთვის არაა კარგი ნავსაყუდელი, სადაცაა იქ უნდა იყვეს სწორედ უბრალოდ ასე მიზერულ თანხად დათმობა არაა სასიამოვნო, უნდა დაედოთ 35-40 მილიონი
    ლეო
    სტუმარი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2018 16:29
    3
    ციტატა: ♠️B A R C A♠️
    კაროჩე რაა ეგრე აქ ეთამაშა და სუარეზის შემცვლელიც არ დაგვჭირდებოდა და ფულსაც დავზოგავდით

    ეგრე როგორ ეთამაშა როდესაც სათამაშო დრო თითქმის არ ჰქონდა და თუ ჰქონდა პასს მას არ აძლევდნენ იმდენად ხშირად და სახიფათო მომენტებში😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2018 15:20
    5
    Ex pako davkarget. Pako midi golebi yare blomad.
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️