"ბორუსია" პაკოს ტრანსფერს კვირას გააოფიციალურებს
დორტმუნდის "ბორუსია" პაკო ალკასერის გამოსყიდვის უფლებას კვირის ბოლოს გამოიყენებს. მხარეები ერთმანეთს კვირას და ორშაბათს შეხვდებიან და დიდი ალბათობით ესპანელი ფორვარდი საბოლოოდ გახდება გერმანული კლუბის საკუთრება.
პაკომ დორტმუნდში თავისი თავი იპოვა და ბუნდესლიგაში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას მისი გამოსყიდვის პუნქტის გამოყენება გადააწყვეტინა.
პაკოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გერმანელებს 2019 წლის 30 ივნისს მისი 25 მილიონ ევროდ შეძენა შეუძლიათ. იქიდან გამომდინარე, რომ "ბორუსიას" შეთანხმების მიღწევა უფრო ადრე სურს, შესაძლოა კატალონიელებმა ამ ტრანსფერით იხეირონ.
პაკოს კარგი თამაში "დორტმუნდს" დაეხმარა, ნოემბრის ბოლოსთვის გერმანიის ჩემპიონატისთვის ელიდერა. მეორე ადგილოსან "მიონხენგლადბახს" "დორტმუნდი" 4 ქულით უსწრებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]