ფრენკი დე იონგისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო
კატალონიის "ბარსელონას" ამსტერდამის "აიაქსის" უნივერსალისთვის, ფრენკი დე იონგისთვის ბრძოლაში, მადრდის "რეალის" გარდა, კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა. ამჯერად საქმე ინგლისურ "მანჩესტერ სიტის" ეხება.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერელებს 21 წლის ფეხბურთელის შეძენა იანვარში სურთ და მასში 80 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან, თუმცა თავად დე იონგმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი სურვილი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებაა.
გარდა ამისა, "სიტი" "ბარსელონას" კიდევ ერთი სამიზნის, ჰოლანდიური კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის, 19 წლის ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიგტის შეძენის სურვილსაც გამოთქვამს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]