ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება ისევ უნდა
"ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნების საკითხი კვლავ აქტუალურია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას ისევ ნანობს. ის საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონკურენციის გამო მოტივაციის ნაკლებობას განიცდის. ნეიმარს "ბარსელონა", "კამპ ნოუ" და ყოფილი თანაგუნდელები, განსაკუთრებით კი მესი ენატრება. ამის შესახებ ის "ბარსას" ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში წერს ხოლმე.
ნეიმარი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოსაგებად გადავიდა, მაგრამ კილიან მბაპეს ჩრდილში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფრანგი შემტევი მსოფლიოს ჩემპიონი და ქვეყნის გმირია.
კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ კლუბში ხვდებიან, რომ ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთული იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]