ვილია წლის საუკეთესო ათლეტის ჯილდოზეა ნომინირებული

ვილია წლის საუკეთესო ათლეტის ჯილდოზეა ნომინირებული

დავიდ ვილია ერთ-ერთია იმ თორმეტ სპორტსმენთა შორის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ”სპორტის აკადემიის” მიერ ”წლის საუკეთესო ათლეტის” ჯილდოზეა ნომინირებული.
ეს წელი ვილიასთვის ფანტასტიურია - მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, გადმოვიდა ”ბარსაში”, მოიგო ესპანეთის სუპერ თასი და შეასრულა დუბლი უკვე ყველასათვის კარგად ცნობილ ”ელ კლასიკოში”. ახლა კი, ის იმ თორმეტ სპორტსმენთა რიგებში მოხვდა, რომლებიც ”წლის ათლეტის” ჯილდოზე არიან წარდგენილები. ეს არის რიგით 26-ე დაჯილდოვება ამერიკი სპორტის აკადემიის ეგიდით.

ხმის მიცემა:
როგორ შეუძლია ვილიას გამარჯვება? გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის საფუძველზე და ბარსას ფანებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ვილიას აკადემიის ოფიციალურ საიტზე:

http://ussa.edu/ballots/athlete-of-the-year/#

11 მეტოქე:
აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად, ვილიასთან ერთად იბრძვიან: დრიუ ბრიისი, კობი ბრაიანტი, აშტონ იტონი, როი ჰალადეი, ჯიმი ჯონსონი, ფილ მიკელსონი, რაფაელ ნადალი, კამერონ ნიუტონი, მანი პაქუაიაო, დავიდ რუდიშა და შონ უაიტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.