"ბარსელონაში" დემბელეს ცხოვრების სტილით უკმაყოფილოები არიან
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონაში" გუნდის ფრანგი თავდამსხმელით, უსმან დემბელეთი უკმაყოფილება იზრდება.
El Pais-ისა და ESPN-ის ცნობით, კატალონიურ კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" დემბელეზე მომავლისთვის იმედებს ამყარებს და მის გაყიდვას არ გეგმავს, მისი ცხოვრების წესით უკმაყოფილები არიან და ფეხბურთელისგან ცვლილებებს ითხოვენ.
21 წლის ფეხბურთელს "ინტერთან" არ უთამაშია, რისი მიზეზიც, იმავე წყაროებზე დაყრდნობით, მის წინასამატჩო შეკრებაზე დაგვიანებას არ უკავშირდება - ასეთი რამ არ მომხდარა.
El Pais-ისა და ESPN-ის ინფორმაციით, გუნდში, პირველ რიგში, უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ დემბელე "სევილიასთან" მატჩში ლიონელ მესის შესაცვლელად დიდი ხანი ემზადებოდა. კატალონიელები თითქმის 10 წუთი უმცირესობაში თამაშობდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]