ერნესტო ვალვერდე "ელ კლასიკოს" წინ

ერნესტო ვალვერდე "ელ კლასიკოს" წინ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, ხვალ გასამართი "ელ კლასიკოს" წინ, პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"კლასიკო" მრავალი ასპექტის დაპირისპირებაა - ტაქტიკური, ემოციური... ორი კარგი თამაშის შემდეგ, წინ კვირის ბოლო გამოწვევა გველის.

სასტარტო შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ არ გეტყვით. რაფინიამ წინა შეხვედრაში კარგად ითამაშა, მაგრამ ეს სხვა თამაშია.

"რეალის" მწვრთნელის გარშემო შექმნილ ვითარებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი საფიქრალი მეტოქე გუნდია.

სეზონის დასაწყისში იყო მომენტები, როდესაც "რეალი" ძალიან კარგად თამაშობდა. ახლა, მეტოქეს რთული პერიოდი აქვს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მადრიდელებს კრიშტიანუ რონალდუს დანაკლისის შესავსებად საკმარისი რესურსი აქვს.

მესისთან თუ მესის გარეშე, ყოველთვის ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. უნდა გავერთიანდეთ როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში. სწორედ ეს გავაკეთეთ ლა ლიგაში, გასულ სეზონში.

"რეალი" ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, მაგრამ ახლა, მადრიდელებს შეტევაში არ უმართლებთ. ამ გუნდს შეუძლია თამაშში 12 საგოლე მომენტი შექმნას, რაც მისი შეტევის მაღალ დონეზე მიგვითითებს.

დემბელეს ქცევა? არასტაბილურობის მიზეზი ეს არაა. თუ მან ცოტათი დააგვიანა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თამაშის წინა საუბრისას, ის შესაბამის დროს შესაბამის ადგილზე იყო. დემბელეს შეუძლია ბევრი რამ მოგვცეს.

გულშემატკივრებს ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვთ. ვიცით, რომ ისინი პირველივე წუთებიდან გაგვამხნევებენ და თუ ზოგ ეპიზოდში საქმე კარგად არ წავიდა, ისინი ჩვენთან იქნებიან. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ.

მესისა და რონალდუს არყოფნის გამო "კლასიკოს" მნიშვნელობა არ მცირდება. ეს დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს.

ხვალ 3 ქულაზე მეტისთვის ვითამაშებთ: 3 ძალიან მნიშვნელოვანი ქულა და ემოციური ფაქტორი.

არ ვიცი, "რეალის" გაწვრთნა "ბარსაში" მუშაობაზე ადვილი არის თუ არა. "რეალში" არ მიმუშავია, მაგრამ "ბარსელონას" გაწვრთნა ცოტათი რთულია (იცინის).

დაძაბულ თამაშს ველი.

შევეცდებით, ბურთი შევინარჩუნოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

არტურთან, ოთხშაბათის თამაშზე, არ მისაუბრია. წინ განსხვავებული თამაში გველის, რომელიც მისთვის პირველი იქნება. ის ფორმაშია და გუნდის თამაშში ძალიან კარგად ჩაეწერა.

ვფიქრობ, მესის არყოფნაში, კოუტინიომ კიდევ უფრო მოუმატა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მას მეტი შეუძლია და ამას ველით.

არა მგონია, შემიძლია ლოპეტეგის გათავისუფლება გამოვიწვიო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #9 28 ოქტომბერი 2018 16:00
    0
    ვალოდია შენი იმედი მაქვს, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო!
    Forzabarca
    სტუმარი [?]
    #8 28 ოქტომბერი 2018 13:09
    0
    მე ასე მგონია, რობერტო პიკე ლანგლე ალბა, ბუსკეცი, არტური, რაკიტიჩი, კოუ, სუა, დემბელე. ასე რომ დაიწყოსბკარგი იქნება
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #7 28 ოქტომბერი 2018 12:44
    3
    ვიდალს დააყენებს ჩემი აზრით დგეს რატომგაც ასე მგონია
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #6 28 ოქტომბერი 2018 11:50
    0
    მთავარია ეფექტური პრესინგი ვითამაშოთ და არ ვაცალოთ ბურთის გგაორება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ოქტომბერი 2018 23:43
    5
    არტური დააყენე და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს <3 :3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ousmane dembele
    სტუმარი [?]
    #4 27 ოქტომბერი 2018 22:42
    9
    ტერ შტეგენი სემედო ლენგლე პიკე ალბა ბუსკეცი არტური რაკიტიჩი კოუტინიო სუარესი დემბელე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ოქტომბერი 2018 22:10
    2
    Cxvira xval unda gaxio balerinebi
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    GIORGI.cule
    სტუმარი [?]
    #2 27 ოქტომბერი 2018 21:42
    2
    კოუტინიომ ტემპი უფრო დააგდო პირიქით... დემბელე კი სასტარტოშია საჭირო რადგან ლოპოტეგი ბურთის დაჭერას ეცდება დემბო კი ართმევის შემდეგ კონტრაზე მხეცურად გადადის! არტური კარგია ძალიან^^ დაცვაში რობერტოა საჭირო უფრო უკეთ შევუტევთ მადრიდელებს და სუარესის არდაყენების იმედი არავის ქონდეს... კიდევ 1 სეზონი ალბათ სასტარტოს არ მოაშორებენ...
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2018 21:26
    3
    ხვალე უნდა მოვიგოოთ ვალოდია