ჟორდი ალბა: "კლასიკოში" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჰგავს

ჟორდი ალბა: "კლასიკოში" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მოგებას ჰგავს

"ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, გუშინ გამართულ "ელ კლასიკოზე" (5:1) კომენტარს აკეთებს.

"თავისუფალ სივრცეებს ვპოულობდით და ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა. მეტოქეს უამრავი პრობლემა შევუქმენით და ძალიან კმაყოფილები ვართ. ვინც მოედანზე გამოვიდა, ყველამ კარგად ითამაშა.

ვფიქრობ, ყოველმხრივ შესანიშნავი პერიოდი მიდგას. ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად მიმდის.

"ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და კოუტინიოს გოლი ასე ამიტომ აღვნიშნე. "ელ კლასიკოში" მოგება თითქმის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ტოლფასია.

მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიჭირდა. მეტოქეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო.

რაც შეეხება მესის არყოფნას - ის ყოველთვის დაგვაკლდება. მის გარეშე "ინტერი" და "რეალი" დავამარცხეთ, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ის ჩვენთან იყოს.

მოედანზე ერთმანეთის კარგად გვესმის. ყველაფერი კარგად მიდის. თამაშს ვუმატებთ და ახლა უკვე თასზე გასამართ დაპირისპირებასა და "რაიო ვალიეკანოსთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ." - ციტირებს ალბას სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 29 ოქტომბერი 2018 22:07
    2
    უდაოდ საუკეთესო ხარ ალბა! kissing_heart
    Semedu2018
    სტუმარი [?]
    #1 29 ოქტომბერი 2018 15:42
    3
    დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი.
    დღეს მინდა 1 ფეხბურთელს შევეხო რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი და სულ ვამბობდი, რომ ეს ბიჭი გაამართლებს თქო და ასეცაა.
    უფრო მეტიც შეუძლია ამაში დარწმუნებული ვარ, გრემიოში გაცილებით მეტი ფუნქცია ქონდა, შეტევასაც იწყებდა და ართმევაზეც ძლიერი იყო, 1 წელიც და ამ ყველაფერს ბარსელონაში თავისუფლად გააკეთებს.
    ყველაზე მეტად ის მიეწოდებოდა გუშინ, რომ ბარსელონა ასე მარტივად პრესინგიდან დიდი ხანია ვერ ამოდიოდა, გუშინ პრესინგიდან რა იყო ვერც გაიგებ ბიჭებმა ისე მარტივად ძვრებოდნენ.
    რაც დიდი წვლილის არტურის.
    რაკიტიჩი რომ ხართ გაოცებულები აქამდე რატო გვიჭირდა პრესინგიდან ამოსვლა, ხეტაფეებთან და სხვა დაბალი დონის გუნდებთან რომ ვერ ამოდიხარ პრესინგიდან რისი ნახევარმცველი ხარ, არც შეტევის წამოწყება შეუძლია და არც ჩაჭრებშია მგელი, მოკლედ რაკეტა გასაშვებად და კანტე ან ვერატია მოსაყვანი და გვეყოლება იდეალური გუნდი.