Corriere dello Sport: მალკომი, შესაძლოა, "რომას" შეუერთდეს

Corriere dello Sport: მალკომი, შესაძლოა, "რომას" შეუერთდეს

იტალიური მედიის ცნობით, ბრაზილიელი ახალგაზრდა კატალონიურ გრანდში გადასვლას ნანობს და რომაელთა სპორტულ დირექტორს, მონჩის თავისი სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა.

ტრანსფერი, რომელიც გასულ ზაფხულში "ბარსელონას" ბოლო წამს საქმეში ჩართვამ ჩაშალა, შესაძლოა მაინც შედგეს.

მიუხედავად იმისა, რომ მალკომი განაცხადში ხშირად ვერ ხვდება, ვალერდეს მისი გაშვება არ სურს და თავად ფეხბურთელმაც საჯაროდ დააფიქსირა თავისი მიზანი - წარმატების მიღწევა "ბარსას" მაისურით. ამავდროულად, კლუბი არ გამორიცხავს 21 წლის შემტევის იჯარით გაშვების შესაძლებლობას.

თუმცა, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან გამომდინარე, მალკომის "რომაში" ტრანსფერი ძალიან რთული წარმოსადგენია. შეგახსენებთ, რომ "ბორდოსა" და იტალიურ კლუბს მაშინ ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდათ, თუმცა ბოლო წამს საქმეში "ბლაუგრანა" ჩაერთო და ფეხბურთელიც ფაქტობრივად ჰაერიდან მოაბრუნეს. ამ ყველაფრის გამო კი ცხადია, რომაელთა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Onl Y Human
    სტუმარი [?]
    #4 3 ნოემბერი 2018 13:00
    3
    განაცხადშიც კი არ შეყავს ვალვერდეს, მალკომი თუ წავიდა არ გამიკვირდება
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 3 ნოემბერი 2018 01:08
    4
    მალკომმა თქვა არსად არ მივდივარო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ნოემბერი 2018 01:05
    5
    სკამზეც ვერ ხვდება და გაიქცევა აბა რას იზამს?
    NN
    Culé [?]
    #1 3 ნოემბერი 2018 00:54
    6
    ყბელაზე მაგარი რამე იქნება ამის იჯარა დაიხვეწება და ამავდროულად ყ*ე ვალოდიაც გააჯ*ამს მოვა იმედია ვინმე მოტივატორი ტრენერი და ესეც მოგვეხოდება