მალკომი: ეს დაუჯერებელია
"ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული მალკომი, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარს აკეთებს.
"დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი... ეს დაუჯერებელია. მინდა, ამაღამ, ეს ჩემს ოჯახთან ერთად აღვნიშნო.
მეტი სათამაშო დრო მინდა. ყოველდღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ იმის საჩვენებლად, რომ ამ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.
ჩემი ოცნება თავიდანვე "ბარსაში" თამაში იყო. ჩემი ოცნება ისტორიის დაწერაა. შევეცდები, დიდი ამბები დავატრიალო.
წასვლას არ ვაპირებ."
"ინტერთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (1:1), მალკომი მოედანზე 81-ე წუთზე შემოვიდა და ორ წუთში მან გაიტანა გოლი, რომელმაც "ბარსელონა" 1/8-ფინალში გაიყვანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]