"ბარსელონამ" MSN-ს წყალობით, 2017 წელს, "კლასიკოში", 6,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა
"ბარსელონამ" 2017 წელს, აშშ-ს ტურნეზე 14 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, იტყობინება Mirror.
ტურნეს ფარგლებში "ლურჯ-ბროწეულისფერები" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" დაუპირისპირდნენ. გაფორმებული კონტრაქტის პირობებით, ამ შეხვედრებში მონაწილეობა იმ მომენტისთვის საუკეთესო ტრიოს - ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარს უნდა მიეღო. სწორედ ამ პირობის შესრულებით კატალონიურმა კლუბმა სოლიდური ბონუსი მიიღო. "რეალთან" შემთხვევაში საუბარი 6,5 მილიონ დოლარზე იყო.
გარდა ბონუსებისა, იყო ჯარიმებიც - იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მატჩს გამოტოვებდა ან მოედანზე 45 წუთზე ნაკლებს გაატარებდა. მესის არყოფნა "ბარსელონას" 750 ათასი დოლარი დაუჯდებოდა, ნეიმარის არყოფნა - 600 ათასი, ხოლო სუარესის - 450 ათასი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]