La Nacion: 2010 წელს, ირლანდიელმა ფეხბურთელებმა 10-10 ათასი დოლარი მიიღეს იმისთვის, მესისთვის ტრავმა არ მიეყენებინათ

La Nacion: 2010 წელს, ირლანდიელმა ფეხბურთელებმა 10-10 ათასი დოლარი მიიღეს იმისთვის, მესისთვის ტრავმა არ მიეყენებინათ

არგენტიუნული გამოცემა La Nacion საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ამ გამოცემის ჟურნალისტის, ესეკიელ ფერნანდეს მოორესის მტკიცებით, 2010 წელს, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ, ირლანდიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს 10-10 ათასი დოლარი გადაუხადა იმისათვის, რომ მათ, არგენტინასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, ლეო მესისთვის ტრავმა არ მიეყენებინათ.

2010 წელს, არგენტინამ და ირლანდიამ ამხანაგური თამაში ჩაატარეს. გრონდონას შეეძლო მესის ტრავმა 5 მილიონად დაეზღვია, მაგრამ მან ალტერნატიულ გზას მიაგნო და ირლანდიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს 10 ათასი გადაუხადა იმისათვის, რომ მესის ტრავმა არ მიეღო.

ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში ამ ინფორმაციას უარყოფენ. იგივეს აცხადებს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კევინ კოლბეინი: "წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი. თამაშის წინ, მესის ხელშეუხებლობის შესახებ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. თანხა არცერთ ფეხბურთელს არ აუღია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.