იოახიმ ლიოვმა ტერ შტეგენის ნაკრებს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა

იოახიმ ლიოვმა ტერ შტეგენის ნაკრებს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ეროვნულ გუნდს მიღმა დატოვება მასთან შეთანხმებული და მისივე ინტერესდებიდან გამომდინარე იყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" კარის დარაჯი გერმანიის ნაკრებში არ გამოიძახეს. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი მცირე ტრავმაა.

"ბოლო კვირების განმავლობაში, მარკი "ბარსელონაში" ბრწყინავს, მაგრამ მას მხრის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს.

ის კიოპკეს ესაუბრა და მათ გადაწყვიტეს, რომ სანაკრებო პაუზის დროს დასვენება კარგი იქნებოდა. ტერ შტეგენს რამდენიმე დღე დასვენება სჭირდება.

სეზონი გრძელია და გერმანიის ნაკრებში თამაშის შანსი მარკსაც მიეცემა. ახლა კი მკურნალობის დროა." - ციტირებს ლიოვის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 10 ნოემბერი 2018 01:35
    3
    დამიჯერეთ მეორე მეკარის პრობლემა არ გვაქვს, მეორე მეკარედ გვყავს ჩვეულებრივი ვიში კლასის მეკარე რამაგარია, იმედია ეხა დააყენებს ლიგაზე გრუპიდან მაინც გასულები ვართ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 ნოემბერი 2018 20:58
    7
    ეგ ინფო ნაღდად არ ვიცოდი მხარი თუ აწუხებდა
    მარიამ მერაბიშვილი
    სტუმარი [?]
    #3 9 ნოემბერი 2018 20:56
    6
    ,,სეზონი გრძელია და გერმანიის ნაკრებში თამაშის შანსი მარკსაც მიეცემა.''

    მამმა მია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ნოემბერი 2018 20:47
    6
    სულ ნუ გამოიძახებენ აბრსელონას ფეხბურთელებს მაგაზე კარგი რა არი :დ
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 9 ნოემბერი 2018 20:44
    6
    კარგია დაისვენებს.