ხავიერ ტებასი: ლა ლიგისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც მესის
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, Marca-სთან ინტერვიუში, ლიონელ მესის სახელობის ჯილდოს შექმნის სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
"ეს თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, ჩემი აზრით, ლეო მესის სახელობის პრიზის დაარსება ძალიან კარგი იქნება. ლა ლიგისთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც მას და თუ ის მთელ კარიერას ან მის უდიდეს ნაწილს აქ გაატარებს, ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აუცილებლად იქნება.
დიახ, ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" გადავიდა, ლა ლიგაში მესის როლს კიდევ უფრო ზრდის". - თქვა ტებასმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]