დორტმუნდელმა სახლის მეპატრონემ დემბელეს სასამართლოში უჩივლა

დორტმუნდელმა სახლის მეპატრონემ დემბელეს სასამართლოში უჩივლა

"ბარსელონას" შემტევს, უსმან დემბელეს პრობლემა პრობლემაზე ემატება და ამჯერად ის ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, ვინმე გერდ ვაიზენბერგმა, რომელიც დორტმუნდში სახლს ფლობს, სადაც "ბორუსიაში" თამაშის დროს უსმან დემბელე ცხოვრობდა, მის ძველ კლიენტს სასამართლოში უჩივლა.

მან ფრანგი იმაში დაადანაშაულა, რომ საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაში იყო დატოვებული, ამან კი სახლს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

კერძოდ, ვაიზენბერგმა განაცხადა, რომ კარკასებს შორის და მაცივარში დამპალი საჭმელი იყო დატოვებული, იატაკზე კი ცელოფნები და ნაგავი იყო მიმოფანტული.

სახლის მეპატრონემ ასევე ისიც თქვა, რომ იჯარის შეთანხმება დროულად არ შეწყდა და დემბელემ მას გასაღები არ დაუბრუნა. ვაიზენბერგი ახალგაზრდა ფეხბურთელისგან 20 ათას ევროს ითხოვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 ნოემბერი 2018 17:50
    0
    ეს მართლა ვერყოფილა სრულ ჭკუაზე
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #7 16 ნოემბერი 2018 01:45
    2
    იმისთვის ახლა 20 ათასი თემაა და შანსი არ გამაზა რა :დდ
    Culé [?]
    #6 16 ნოემბერი 2018 00:51
    2
    ეს უკვე ნაციონალების აგორებულია !
    რ2 - ის პროპაგანდას ემსგავსება, გავიგეთ რო უსაქციელოა, სავარაუდოდ ვერ მოახერხებს კონცენტრაციას. დროა შეიფუთოს და გაიყდიოს
    დნმ/ტრუხილიო
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #5 15 ნოემბერი 2018 23:11
    1
    ამას ეშველება, აი დემბელეს თამაშს რა ეშველება ეგაა საქმე )) დემბელე, სემედუ და არტური განწირულები არიან ვალვერდე თუ დიდხანს დარცარ ბარსაში, ეს სეზონი და იმედია აასმევინებენ ლიგაც რო დადოს!
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #4 15 ნოემბერი 2018 22:54
    0
    ამაზე დიდი სირობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს. უჩივლა და ფეხები ვერ მოჭამოს. რომელიმე გადახდაზე 1ევროთი მეტი მაინც რომ გადაეხადა იქეთ მოახდევინებს ბოდიშს
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #3 15 ნოემბერი 2018 22:40
    0
    ციტატა: ferreira10
    ჩვეულებრივი ბომჟია)) რომელმაც მილიონები იშოვა და კიდია ყველაფერი რა ვერ გაიგეთ))

    ხასიათის პრობლემა რო აქვს ეს ფაქტია, მაგრამ ხელშეწყობაც არ აქვს და ეს ორმაგად ცუდია.
    gelantia
    სტუმარი [?]
    #2 15 ნოემბერი 2018 22:28
    0
    აუ რამაინტერესებს ამას ან მშობლები არ ყავს ან აგენტი არ ყავს,პატორნიი არ ყავს კაცოო? რა პრობლემბშია სულ:((მერე აქეთ “ხე” მწვრთნელი .ვერ თამაშობს ასეთი წნეხის და უამრავი პრობლემის ფონზე :///
    უეფადრიდი
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2018 22:20
    2
    აღარ ილივა პრობლემები ამ დემბელეზე, ყველა მხრიდან ხელი ეშლება რო ვერ მოიკიდოს ფეხი გუნდში. მწვრთნელის თემა ერთი, ახლა ეს რაღაც და პლიუს გუნდშიც არ აქვს საკმარისი ხელშეწყობა, ვალვერდეს ფორმაციის გუნდში პოტენციალის ნახევარსაც ვერ ავლენს ))