მაზინიო: რაფინიას "ბარსელონადან" წასვლა სჭირდება
რაფინია ალკანტარას მამა და აგენტი, მაზინიო აცხადებს, რომ მის შვილს რეგულარულად თამაში სურს და ამისთვის "ბარსელონას" დატოვებაა საჭირო.
"ჩვენი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ რაფამ სათამაშო დრო მიიღოს, "ბარსელონაში" კი შესაფერისი სიტუაცია არ არის. ამიტომ, წასასვლელ გზას ვეძებთ.
თითქმის ორი წელია, რაფინია მოედანზე ძალიან იშვიათად გადის, მას კი სეზონში 30-40 მატჩის ჩატარება სჭრიდება.
კარგი პრესეზონის და სეზონის დასაწყისში ჩატარებული კარგი თამაშების შემდეგ, მოულოდნელად განაცხადში ვეღარ ხვდები. მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს, რაც ჩვენთვის გაუგებარია.
რა თქმა უნდა, "ბარსას" დონის კლუბში ყოფნით კმაყოფილები ვართ, მაგრამ უკეთესი პირობებისთვის წასვლა აუცილებელია. თუ კატალონიელებიც დაინტერესდებიან, ტრანსფერზე ერთად ვიმუშავებთ". - ამბობს ბრაზილიელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]