"ბარსელონა" - "რუბინი" – მიმოხილვა

"ბარსელონა" - "რუბინი" – მიმოხილვა

მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონას" დღეს, "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ყაზანის "რუბინის" წინააღმდეგ გამართავს. ბოლო სამ შეხვედრაში კატალონიელებმა თათრების დამარცხება ვერა და ვერ შეძლეს, რაც ბევრი "ანტიბარსელონისტას" მთავარ სალაპარაკო თემად იქცა...

დღევანდელ შეხვედრა "ბარსასთვის" არაფერს არ წყვეტს, მაგრამ გვარდიოლას წაგება არ უყვარს. ასე, რომ გუნდი, რომელმაც "ბარსასთან" ბოლო სამ შეხვედრაში, ორჯერ მატჩის ფრედ დასრულება, ხოლო ერთხელ გამარჯვება მოახერხა, კატალონიურ კლუბს უნდა უფრთხოდეს.

წლევანდელი სეზონის მსგავსად, ბერდიევის გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფში "ბარსასთან" შარშანაც მოხვდა და უნდა ითქვას, რომ თათრებმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ხომ "ბარსას" დამარცხება "ნოუ კამპზე" შეძლეს, ხოლო საკუთარ მოედანზე მატჩის დამთავრება ფრედ, 0–0 მოახერხეს. როგორც უკვე აღვნიშნე, "ბარსას" ჯგუფში ყაზანელები კიდევ ერთხელ მოხვდნენ, შესაბამისად ეს გუნდები ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ, რომელიც ფრედ, 1–1 დასრულდა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს გუნდი სხვა გუნდებისგან (მაგ. "არსენალი", "რეალი", "პანათინაიკოსი") განსხვავებით, გვარდიოლასთვის ჯერ–ჯერობით დაუმარცხებელია.

"ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ამ შეხვედრისთვის დასვენების უფლება ჩავი ერნანდესს, დანი ალვესს, პედრო როდრიგესს და დავიდ ვილიას მისცა, ხოლო მალელ ნახევარმცველ სეიდუ კეტიას პატარა პრობლემა მუხლზე აქვს. კეიტასთან ერთად ტრავმა აწუხებს გაბი მილიტოს, მაგრამ ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს ტრავმა კეიტას ტრავმაზე ბევრად რთულია. სავარაუდოდ არგენტინელი გუნდს 10 ნოემბრიდან შეუერთდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხეფრენმა გოლის გატანა შეძლო. მან გოლი "რეალ მადრიდის" კარში, 29 ნოემბრის მშვენიერ საღამოს მოახერხა. მართალია პირველი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მათ ღირსეულ შეცვლას "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელები, ბარტრა, ფონტასი, ტიაგო, დოს სანტოსი და ვიქტორ ვასკესი შეეცდებიან.

ყაზანელების შემადგენლობიდან ტრამა აწუხებდა რომან შარანოვს, რომელმაც გუნდის ბოლო 2 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეძლო. მუხლის ტრავმა აქვს კარლოს ედუარდოს. მასთან ერთად კი პატარა პრობლემა აქვს ალექსანდრ ორეხოვს.

იცით თუ არა, რომ...


- მოგეხსენებათ შარშან "რუბინმა" "ბარსას" დამარცხება თვით "კამპ ნოუზე" მოახერხა. ამ შეხვედრაში გოლები რიზანცევმა და კარადენისმა გაიტანეს.

- "ბარსამ" თავის ბოლო 7 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

- ბოლო 4 მატჩში კი მათ 19 გოლის გატანა მოახერხეს (მხოლოდ ოფიციალურები).

- ყაზანის "რუბინმა" რუსეთის "პრემიერ ლიგაში" ასპარეზობა ნოემბრის ბოლოს დაასრულა. თათრები მესამე ადგილს დასჯერდნენ.

- "რუბინი" დანიურ "კოპენჰაგენს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

- მერვედფინალში ვერ მოხვედრის შემთხვევაში ყაზანელები "ევროპა ლიგას" შეუერთდებიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.