იცით თუ არა, რომ...
იცით თუ არა, რომ...
- "ბარსა" მოედანზე ჯგუფის ლიდერის რანგში გამოვა. კატალონიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდეს, ხოლო ყაზანელები, თავის თავის გარდა, ახლა დანიურ "კოპენჰაგენზე" არიან დამოკიდებულები. "კოპენჰაგენი" "რუბინს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
- ყაზანის "რუბინი" და ლონდონის "ჩელსი" – ეს ის ორი გუნდია, რომლის დამარცხებაც გვარდიოლას "ბარსელონამ" ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო.
- "რუბინმა" შარშან "ბარსელონას" მწარე გაკვეთილი ჩაუტარა. ყაზანელებმა კატალონიელები გასვლით შეხედრაში ანგარიშით, 1–2 დაამარცხეს.
- ეს გამარჯვება "რუბინისთვის" "ჩემპიონთა ლიგაზე" ერთადერთია.
- ამ შეხვედრაში "ბარსას" არ–დამარცხების შემთხვევაში, გვარდიოლასთვის პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც გუნდმა "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა.
- ლეო მესი ბომბარდირთა დავაში 6 გოლით, მეორე ადგილზე იმყოფება. ასევე ექვსი გოლი აქვს გატანილი მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდს, მარიო გომეზს. ამ ორ ფეხბურთელს კი მხოლოდ ერთი გოლით, სამუელ ეტო'ო უსწრებთ.
- მესი "ბარსას" ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. "ჩემპიონთა ლიგაზე" ჩატარებულ 49 მატჩში მან 31 გოლის გატანა მოახერხა.
- ამ სეზონში მესი დარტყმების მიხედვით მეორეა. მან წელს მეტოქის კარისკენ ბურთი 13–ჯერ გადაგზავნა.
- პიკე "ბარსას" მხრიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მატჩი გაფრთხილებების გამო გამოტოვა. პიკეს გარდა მატჩების გამოტოვება მოუწია "ბარსას" მეორე მეკარეს, ხოსე მანუელ პინტოს. ეს კი მან უბრალოდ სტვენის გამო დაიმსახურა. "რუბინის" მხრიდან, კალეშინს 2 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.
- "ბარსა" არის გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა საშუალოდ 70% აქვს. მის შემდეგ კი "ბაიერნი" (63%) მოდის.
- ყაზანის რუბინის ვარსკვლავი, კარლოს ედუარდო, დანი ალვესს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში შეხვდა.
- შვედ მსაჯს, ჟონას ერიკსონს (36) "ჩემპიონთა ლიგის" 5 მატჩი აქვს განსჯილი, მაგრამ ამ მატჩებიდან "ბარსა" და "რუბინი" მონაწილეობას არ იღებდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]