სერხიო ბუსკეტსი: მოგება დავიმსახურეთ

სერხიო ბუსკეტსი: მოგება დავიმსახურეთ

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა პსვ-ს 2:1 დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ 1/8-ფინალში უკვე გასულები ვიყავით, მაგრამ პირველი ადგილის განაღდება რაც შეიძლება მალე გვინდოდა.

პირველ ტაიმში ბურთი 2-ჯერ სახიფათო ადგილზე დავკარგეთ. შესვენების შემდეგ ბევრად უკეთესები ვიყავით და 2 გოლი გავიტანეთ.

ჯგუფური ეტაპი სახლშიც და გასვლაზეც შესანიშნავად ჩავატარეთ. მოგება დავიმსახურეთ ყველგან, სადაც ვითამაშეთ." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 29 ნოემბერი 2018 16:16
    2
    ციტატა: Baqari
    ხედავთ რამხელაა ძალაა გუნდისთვის არტური?! ტიპი არ იყო გუშინ და ბურთი ვერ ამოიტანეს საჯარიმოდან. უდიდესი ძალაა ეგ ბიჭი.

    მართალი ხარ..არტური ჩამოყალიბებულ ძირითადის წევრად მიმაჩნია..სტაბილური მესაე ფორვარდი რომ გვყავდეს ბუსკეცი კოუტინიო არტური კარგი ნახევარდაცვა იქნებოდა..დემბელემ უნდა მოუმატოს ძალიან მაგარი ფეხბურთელია და თავის კარიერას წირავს თავის დებილ ხასიათს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ნოემბერი 2018 15:56
    0
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: tato777
    რომელსაც შეეძლება ერთი პასით მთელი დაცვის მოჭრა და თავმდამსხმელის მეკარესთან ერთიერთზე გაყვანა.

    ერიქსენია ეგეთი

    მასეთი მარტო მესია, ერიქსენსაც არა უშავს, მაგრამ იმდენი რაც მესის შეუძლებელია.

    ისა და შტეგენი მოგეწონათ? ხო არ არის დრო გადაიყვანონ მარტო ესპანეთის თასზე სათამაშოდ.

    ესეც პიკეც ლენგლეც და შტეგენიც აზრზე არ იყვმემ საით იგერიებდნენ ბურთს, ყველა საჩუქარი რო გამოეყენებინა პსვ-ს 3-4 ბურთს თავისუფლად გაგვიტანდნენ. ამ დაცვით თუ მეკარით ლიგაზე მეოთხედფინალი სანატრელი იქნება..
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #4 29 ნოემბერი 2018 15:40
    0
    რაკიტიჩმა რატო ითამაშა გუშინ ძალიან მაინტერესებს. მიუხედავად ნახევარმცელების ტრავმებისა მაგან რომ არ ითამაშოს ყველა ვარიანტი უკეთესია. რატო არ აძლევს ახალგაზრდებს დროს ეს დებილი. პსვსთან უნდა გამოეშვა პუიგი და გვაჩვენებდა კლასს. ან ეთამაშა დენისას, ან თავის ადგილას დაეყენებინა კოუტინიო და მალკომი გამოეყვანა, მუნირი გამოეშვა მინდორზე. რაში გვჭორდებოდა რაკიტიჩი, თან ტრავმიანო?!
    publius kornelius
    სტუმარი [?]
    #3 29 ნოემბერი 2018 15:38
    1
    ყველას გილოცავთ საყვარელი კლუბის 119 იუბილეს
    Baqari
    სტუმარი [?]
    #2 29 ნოემბერი 2018 14:45
    1
    ხედავთ რამხელაა ძალაა გუნდისთვის არტური?! ტიპი არ იყო გუშინ და ბურთი ვერ ამოიტანეს საჯარიმოდან. უდიდესი ძალაა ეგ ბიჭი.
    9101111109
    სტუმარი [?]
    #1 29 ნოემბერი 2018 14:39
    2
    გუშინ ვიდალი იყო არ ვიცი ეს კაც ფეხბურთი ქონდეს მოწყურებული და ესეთი მებრძოლი იყოს არ გამიგონია