“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – მატჩისშემდგომი კომენტარები

“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – მატჩისშემდგომი კომენტარები

ჩავი:
"ბარსელონას” ნახევარმცველმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან” გამარჯვებას. გუნდი ადვილად მოძრაობდა მოედანზე გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ. თამაშის დასრულები შემდეგ კატალონიელთა მეექვსე ნომერმა გუნდის თამაშს კარგი შეფასება მისცა:

"ჩვენ ვთამაშობდით ერთი შეხებით, თამაში იყო საკმაოდ სწრაფი. ეს ხალხს მოეწონა და სწორედ ეს არის მთავარი. შოტლანდიელებს შეეძლოთ მეტი შემოეტიათ, მაგრამ მათ დაცვაში თამაში ამჯობინეს, რამაც ჩვენ მოედნის ცენტრში ბევრი თავისუფალი ადგილი გაგვიჩინა, საბოლოოდ კი მისაღები შედეგი იქნა მიღწეული. გამარჯვება არც ისე რთული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ გავიტანეთ სწრაფი გოლი და მთელი თამაში მაღალ ტემპში ვთამაშობდით”.

ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ გასამართ მატჩზე ჩავი აცხადებს: "ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ ლიონში, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენ აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ ჯგუფში”.

ბოლოს კი ჩავიმ ვალდესის თამაშიც შეაფასა: "რთულია იყო მეკარე. ბოლო ლწბის განმავლობაში მან ბევრი რამ გაიღო კლუბისთვის და ჩვენ უნდა დავაფასოთ, რომ ის ჩვენთვის ამდენს აკეთებს.

ბოიანი:

"საკუთარ მოედანზე მეტოქემ დაგვიმტკიცა, რომ ძლიერი გუნდი არის, მაგრამ "ნოუ კამპზე” ჩვენ სწრაფი გოლი გავიტანეთ, რამაც თავისუფლად თამაშის საშუალება მოგვცა. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ შესანიშნავად ჩავატარეთ მატჩი. ჩვენ წინ ძალზე რთული მატჩი გველის "ხეტაფეს” წინააღმდეგ, ჩვენ მათ შესანიშნავი განწყობით ვესტუმრებით და ვიმედოვნებთ სამი ქულის აღებას”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 14 ნოემბერი 2019 20:17
    0
    მოგებააა ა ა ა ა ა ა.ა.ა..ა ა. ა ა ა ა. ა ა
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "