“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

“ბარსელონა”-”რეინჯერსი” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

"ბარსელონას” მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან” მოგების შემდეგ და განაცხადა, რომ "ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი”. და საქმე მარტო იმაში კი არ არის, რომ "ბარსამ” 4 თამაშში 10 ქულა დააგროვა და ფაქტობრივად გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, არამედ იმაში, რომ კატალონიელებმა შოტლანდიელები ყველა პოზიციაში დაჯაბნეს. ამიტომაც თვლის რაიკაარდი, რომ გუნდმა წინ გადადგა ნაბიჯი.

შეხვედრაში სიტუაცია თავიდანვე ისე განვითარდა, როგორც თამაშამდე სურდა კარლეს პუიოლს, რომელიც დიდ მნიშვნელობას სწრაფ გოლს ანიჭებდა. შეხვედრის მეექვსე წუთზე კი ანრიმ ანგარიში გახსნა. რაიკაარდმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ გოლს: "ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო, "რეინჯერსი” დიდი ძალებით იცავდა თავს და გვირთულებდა შეტევების წარმართვას. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და შეეცადა მესამე გოლის გატანას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით.

მიუხედავად კარგი შედეგისა, რაიკაარდი თვლის, რომ გუნდს კიდევ შეეძლო გატანა: "როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ჩვენ უკვე სრულიად ვაკონტროლებდით სიტუაციას. ვწუხვარ, რომ ანგარიში 3:0 არ გახდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენ შეგვეძლო გაგვეტანა 5 გოლი, მაგრამ  ესეთი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის დროს გუნდი რისკზე არ წავიდა”.

რაიკაარდმა კომენტარი გააკეთა მარკესზე, ანრიზე და რონალდინიოზე.  მისი განცხადებით მექსიკელს ტრავმა არ აქვს, უბრალოდ მას სჭირდებოდა დასვენება და მანაც მისცა ამის ნება. რაიკაარდმა შეაფასა ასევე ანრის და რონალდინიოს თამაში და განსაკუთრებით გამოყო ბრაზილიელის მოედნიდან გსვლის დროს გულშემატკივართა აპლოდისმენტები. მან განაცხადა, რომ ბრაზილიელმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ დაემსახურებინა ეს აპლოდისმენტები. "მან მონაწილეობა მიიღო ორივე გოლში, დღითიდღე იგი იბრუნებს ფორმას და თამაშობს უფრო და უფრო კარგად”.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ასევე ხუან ლაპორტამაც. "ბარსელონას” პრეზიდენტი კმაყოფილი იყო გამარჯვებით, რომელიც მისი აზრით გუნდს დაეხმარება პირველი ადგილის დაკავებაში. ლაპორტამ განაცხადა, რომ "ბარსა” თამაშობს როგორც ერთიანი გუნდი. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რაიკაარდის გეგმამ იმუშავა და შეხვედრაში სწრაფი გოლი იქნა გატანილი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა. ლაპორტამ ასევე აღნიშნა მაყურებელთა ოვაციები, რომელიც რონალდინიომ დაიმსახურა: "რონალდინიო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ იგი ჩვენთან თამაშობს უკვე რამდენიმე წელია”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.