ჩავი: ”Ballon d’Or ნომინაცია ”ბარსელონას” ჯილდოა”
სამი ”ბარსელონელი” იბრძოლებს პრესტიჟული ჯილდოსთვის, რომელსაც ამჟამად ლეო მესი ფლობს. არგენტინელ ვარსკვლავს შეუერთდნენ მისი თანაგუნდელები, მსოფლიო ჩემპიონები, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა. გამარჯვებულის ვინაობა 10 იანვარს გაირკვევა.
ჩავიმ კომენტარი გააკეთა ამ აღიარებაზე:”-ეს არის ”ბარსელონასა” და მისი ფილოსოფიის ტრიუმფი. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გამარჯვებული. ეს არის უპრეცედენტო საყოველთაო წარმატება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს მთლიანად გუნდის წარმატებაა. ეს ”ბარსელონას” Ballon d’Or-ია.”
”- ჩვენ ფეხბურთის იმ იდეოლოგიით ვთამაშობთ, როგორიც იოჰან კრუიფს სურდა. მიმაჩნია, რომ ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში ყოფნას იმსახურებდა. კასილიასი ხომ იმსახურებდა ამ ნომინაციას? ან დიეგო ფორლანი, ან ბუსკეტსი, ან პიკე და კარლეს პუიოლი?”
”- ძალიან ვწუხვარ მათ გამო, თუმცა ბედნიერი ვარ იმფაქტით, რომ ჩვენს გუნდს უპირატესობა მიენიჭა. ჩვენ გამოვდივართ სათამაშოდ, და ”ბარსა” ძალიან ბევრ კარგს აკეთებს ფეხბურთისთვის. ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს, თუ როგორ მოიქცნენ მოედანზე. ”ბარსელონას” ტრიუმფი ფეხბურთისთვისაა კარგი.”
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]