ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე, 1/8 ფინალური სტადიიდან, ვიდეო რეფერი დაინერგება
უეფამ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის 1/8 ფინალური სტადიიდან ევროპის ყველაზე პრეზტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო რეფერის გამოიყენებენ.
უეფას კომიტეტის წევრებმა ეს გადაწყვეტილება გუშინ ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში გაასაჯაროვეს და ისიც აღნიშნეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ტექნოლოგიურ ტესტირება და მსაჯთა ტრენინგები მიმდინარეობს.
სექტემბერში უეფამ დაადასტურა, რომ ვიდეო რეფერი ჩემპიონთა ლიგაზე 2019/2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპიდან დაინერგებოდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს და VAR-ს საქმეში ნაადრევად ვიხილავთ.
"ჩვენ მზად ვართ, ვიდეო რეფერი ჩვენს ტურნირებზე იმაზე ადრე გამოვიყენოთ, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან ეს დიდ დახმარებას გაუწევს არბიტრებს და თავიდან აგვარიდებს მსაჯების მიერ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებს." - აცხადებენ უეფას წარმომადგენლები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]