"ბარსელონას" სავარაუდო მეტოქეები თასის 1/8 ფინალში
გუშინდელმა სათამაშო დღემ ესპანეთის თასის 11 მერვედფინალისტის ვინაობა გაარკვია.
"ბარსელონამ" "კულტურალ ლეონესა" ორი მატჩის ჯამში 5-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 1/8 ფინალში დანარჩენი თამაშების გამარჯვებული შემდეგი გუნდები არიან: "ვალენსია", "ხეტაფე", "ლეგანესი", "ესპანიოლი", "ატლეტიკო", "ჟირონა", "სოსიედადი", "სევილია", "ვილიარეალი" და "ვალიადოლიდი".
დღეს, 1/16 ფინალურ ეტაპს კიდევ 5 გუნდი გადალახავს. საღამოს, ეს მატჩები გაიმართება:
"ლევანტე"-"ლუგო" (პირველ მატჩში 1-1);
"რეალი"-"მელილა" (პირველ მატჩში 4-0);
"ეიბარი"-"ხიხონი" (0-2);
"უესკა"-"ბილბაო" (0-4);
"ბეტისი"-"რასინგი" (1-0).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]