კრუიფი: ”ღირსეული გამარჯვება პამპლონაში”

კრუიფი: ”ღირსეული გამარჯვება პამპლონაში”

შაბათს მომხდარმა გაუგებრობამ გვარდიოლა განტევების ვაცად აქცია.

შაბათს, სამართლიანობა აღსდგა მას შემდეგ, რაც თამაში დაიწყო, მაგრამ გაგრძელდა მხოლოდ 90 წუთს. ამის შემდეგ, გვარდიოლას ისევ კლუბის დაცვა მოუხდა.

ნაშუადღევს, ყველამ დაიწყო გვარდიოლას დადანაშაულება იმაში, რომ პეპი კლუბისგან ინსტრუქციებს ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩავიდა პამპლონაში, პეპს მაინც ადანაშაულებდნენ. თამაში დასრულდა და ზეწოლა გაძლიერდა. ბოლოსკენ, გვარდიოლამ გააკეთა განცხადებები არამარტო მწვრთნელის, არამედ კლუბის ოფიციალური სპიკერის რანგში. თუმცა შემოტევები აქ არ დასრულებულა.

ერთადერთი ფასეული, რაც ამ დღეს მოხდა, იყო გუნდის გამარჯვება. ეს იყო ძალიან ღირსეული გამარჯვება იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც აღნიშნულ თამაშს ახლდა თან. მეთანხმებით თუ არა, რომ რაც ესპანეთის აეროპორტში მოხდა, იყო განსაკუთრებული შემთხვევა? და რომ ამ შემთხვევამ დააზარალა ათასობით ადამიანი, მათ შორის სპორტსმენები? რატომ გეპარებათ ეჭვი სპორტსმენებში? მათ აზროვნებაში არ ზის ტყუილი. თუ მოედანი კარგ მდგომარეობაშია, ისინი თამაშობენ. თუ მოედანი ცუდ მდგომარეობაშია, ისინი მაინც თამაშობენ. ათლეტები ყველაფერს ეგუებიან. თუ მათ უწევთ თვითმფრინავით მგზავრობა, ისინი მგზავრობენ თვითმფრინავით. თუ მათ უწევთ მგზავრობა ავტობუსით, ისინი მგზავრობენ ავტობუსით. უთხარით მათ თამაშის დრო და ადგილი და ისინიც მოვლენ.

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს?

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრი მონაწილე მხარე გვყავს: მასპინძელი კლუბი, სტუმართა კლუბი, ფედერაცია და პროფესიული ფეხბურთის ლიგა. ოთხი მხარე, რომლებსაც უნდა დავუმატოთ პრესა და აეროპორტის წარმომადგენლები, და შედეგად ვიღებთ, რომ საქმე ექვს მხარესთან გვაქვს. თითოეულ მხარეს აქვს აზრის გამოთქმის უფლება და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. სხვადასხვა მხარეს მიეწოდა სხვადასხვა ინფრომაცია მაშინ, როდესაც ზოგიერთი მხარე საერთოდ არ იყო ინფორმირებული. რაში იყო პრებლემა? საჭირო იყო ერთი ადამიანი, რომელიც ყველა მხარესთან მოაგვარებდა პრობლემას. 

ფედერაციაში არ იყო არავინ, ვინც მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. არავინ იყო ისეთი, ვინც იტყოდა, რომ თამაში გადაიდო, ან არ გადაიდო. ჩამოდით ავტობუსით, ან ველოსიპედით იმიტომ, რომ თამაში გაიმართება თავის დროზე. ეს არის კანონები, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. 

შაბათის მოვლენები მოგვცემენ თუ არა საშუალებას, რომ მსგავსი გაუგებრობები თავიდან იქნეს აცილებული მომავალში? მე ასე მსურს. გახდებიან თუ არა მონაწილე მხარეები უფრო ორგანიზებულები? შესაძლოა. საქმე ისაა, თუ რამდენად უნდათ მათ ცვლილებები. ეს არის იგივე ხალხი, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი სურვილებისამებრ. იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, ფედერაცია "King’s Cup"-ს ორ ეტაპიანად აქცევს. პროფესიული ფეხბურთის ფედერაციას გაგონებაც არ უნდა, ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებაზე. ფედერაცია აკონტროლებს ეროვნულ ნაკრებს და იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, იმისათვის რომ გააკეთოს ფული და ხელი შეუწყოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ესპანეთში ჩატარებას, ის გუნდს ამოგზაურებს მექსიკასა და არგენტინაში. კლუბები იბრძვიან ერთმანეთში, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მიიღებს ან არ მიიღებს სატელევიზიო კონტრაქტებიდან უფრო მეტ თანხებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ ავიცილებთ თავიდან გაუგებრობებს?

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში

მე არაფერი საწინააღმედგო არ მაქვს იმასა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს. მიმაჩნია, რომ ჰოლანდიას ყველაზე კარგი პრეზენტაცია ჰქონდა, თუმცა გასაგებია, რომ რუსეთი იქნა არჩეული. ინგლისმა უნდა უმასპინძლოს 2012 წლის ოლიმპიადას, ხოლო ესპანეთში 1982 წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. ფრანკოს რეჟიმის შემდეგ 1982 წლის ჩემპიონატი ძალიან დაეხმარა ესპანეთს. დღევანდელ და 30 წლის წინანდელ ესპანეთს საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან. 

რუსეთი უდიდესი სახელმწიფოა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა კომუნიზმი და სულ სხვა უკიდურესობაში გადავიდა. ყველა ქვეყანა შეძლებს სტადიონებისა და სასტუმროების აშენებას, თუ ფული ექნება. ყველაზე მნიშნველოვანი ფეხბურთის რეკლამირებაა.

რა რჩება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ?

ჩვენ სულ ახლახან პირველად ვიზეიმეთ მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკაში და საკმაოდ წარმატებულად. ოთხ წელიწადში ის გაიმართება სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილიაში). ხოლო რვა წელიწადში ჩემპიონატი პირველად გაიმართება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ რიგ საკითხებს, რაც ჰოლანდიის პრეზენტაციაში იყო. ჰოლანდიის შეთავაზებას წარმოადგენდა არამარტო ტურნირის მასპინძლობა, არამედ ქვეყნისა და მთლიანად სპორტის შესაძლებლობების გაფართოვება. სწორედ ამ საფეხურზე უნდა ავიდეს ”ფიფა”. სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა თაობა არ იყო სათანადოდ განათლებული და მომზადებული მომავლისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.