რიშარლისონი სუარესის შემცვლელად?
კატალონიის "ბარსელონა" ლივერპულის "ევერტონის" ახალგაზრდა თავდამსხმელით, რიშარლისონით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Star ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა რიშარლისონს განიხილავს ლუის სუარესის შემცვლელად, რომელიც მალე 32 წლის გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" 21 წლის ბრაზილიელ შემტევში, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბრწყინვალედ გამოიყურება, მზადაა დაახლოებით 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"ევერტონმა" რიშარლისონი გასულ ზაფხულში 39.2 მილიონ ევროდ შეიძინა. მან მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]